ჩემი შექმნილი ვიდეოები


,, დაკვირვებული თვალი" 

ვიდეო გადაღებულია დემოკრატიული ღირებულებების დესკრიპტორების განხილვის ჩარჩო-პროექტის ფარგლებში 2017. იგი მოხვდა ევროკავშირის სივრცეში საჩვენებელად გასაგზავნ 10 საუკეთესო ფილმს შორის. ძირითადი გზავნილები:
1.ადამიანი უნდა იყოს აქტიური მსმენელი რათა შეძლოს იმის დადგენა, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე და რა განზრახვა ამოძრავებს მას; 2.უნდა ახსოვდეს სხვა ადამიანების ქმედების დეტალები; 3.ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მოსაუბრის სხეულის ენაზე, რათა გაერკვეს თუ რისი თქმა სურს მას, თუ რას გრძნობს იგი; 4.უნდა შეძლოს ამოიცნოს როდის სჭირდება პარტნიორს მისი დახმარება; 5.გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს სხვა ადამიანის გრძნობები.




,,დემოკრატია"

ვიდეო გადაღებულია დემოკრატიული ღირებულებების დესკრიპტორების განხილვის ჩარჩო-პროექტის ფარგლებში 2017წ. იგი მოხვდა ევროკავშირის სივრცეში საჩვენებელად გასაგზავნ 10 საუკეთესო ფილმს შორის. ძირითადი გზავნილები: 1.ყველა ადამიანმა უნდა გამოთქვას კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა; 2.პატივისცემა გამოხატოს განსხვავებული რელიგიების მიმართ; 3.ხელს უნდა უწყობდეს სხვადასხვა წარმომავლობის ხალხთა შორის კომუნიკაციასა და დიალოგს.




,,მოქალაქეობრივი აზროვნება"

ვიდეო გადაღებულია დემოკრატიული ღირებულებების დესკრიპტორების განხილვის ჩარჩო-პროექტის ფარგლებში 2017წ.ძირითადი გზავნილები: 1.ყველა ადამიანმა უნდა გამოთქვას მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში სხვა ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში; 2.აქტიურად ჩაერთოს გარემოს დაცვით საქმიანობაში; 3.დახმარება აღმოუჩინოს ადამიანებს; 4.მხარში დაუდგეს სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს; 5.დაიცვას ადამიანთა და უმწეო ცხოველთა უფლებები.





კანონი -კანონია

ვიდეო გადაღებულია დემოკრატიული ღირებულებების დესკრიპტორების განხილვის ჩარჩო-პროექტის ფარგლებში 2017წ.  ძირითადი გზავნილები: 1.კანონზე მაღლა არავინ დგას; 2. ყველა ადამიანი და ყველა ინსტიტუტი თუ ორგანიზაცია უნდა ექვემდებარებოდეს კანონს და პასუხს აგებდეს კანონის წინაშე; 3.კანონის გატარება და გამოყენება ყოველთვის უნდა ხდებოდეს სამართლიანად; 4.კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად უნდა ვრცელდებოდეს ყველა მოქალაქეზე; 5.თანამდებობის პირები არ უნდა იქცეოდნენ განსხვავებულად კანონის წინაშე.



pestalocci -ის კონფერენციაზე წარდგენილი ვიდეომოხსენება.


2 comments:

  1. აღფრთოვანებული ვარ შენი უსაზღვრო ნიჭიერებით!!!

    ReplyDelete