გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა პაქსაშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მეცხრე
გაკვეთილის თემა:  ,,არამემკვიდრული ცვალებადობა“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ განასხვაოს გენოტიპური და ფენოტიპური ცვალებადობა ერთმანეთისაგან. მოიყვანოს მაგალითები.
გაკვეთილის თემისა და  მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნასთან: ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა. ასახელებს და აღწერს ცვალებადობის ფენოტიპურ და გენოტიპურ ფორმებს, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი  რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზნებთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1.
საორგაანიზაციო საკითხები
აქტივობის მიზანი:
მასწავლებელმამოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები,მოსწავლეებს გააცნოს გაკვეთილის თემა და მიზანი,  გააცნოს  შეფასების ფორმები და  რუბრიკები, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და  შეფასების რუბრიკას.
საუბარი
მთლიანი საკლასო
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი

2წთ
A ფაზა
2
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა  წინარე ცოდნის გააქტიურება/გამოწვევა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ფოტოს, რომელზეც ოთხი ადამიანია აღბეჭდილი. აქედან ორი ერთნაირი გოგო და ორი ერთნაირი ვაჟი. მასწავლებელი სვამს შეკითხვას:
v  შესაძლოა თუ არა ეს ადამიანები იყვნენ ტყუპები?
v  რატომ ფიქრობთ ასე?
v  გავიხსენოთ როგორ ვითარდებიან იდენტური ტყუპები?
v  როგორ ვითარდებიან არაიდენტური ტყუპები?
მასწავლებელი აჩვენებს სხვადასხვა ტიპის განვითარების სქემას, რის შემდეგ დავალებას ართულებს სლაიდზე აჩვენებს ოთხ-ოთხ ტყუპს. აქედან პირველ ოთხეულოში ორი ერთნაირი და და ორი ერთნაირი ძმაა გამოსახული, ხოლო მეორე სლაიდზე ოთხი ერთნაირი ძმაა გამოსახული. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ახსნან მათი განვითარების გზა.

გონებრივი იერიში
მთლიანი საკლასო
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი
10წთ
B ფაზა
3.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა და ახალ მასალაზე ლოგიკური გადასვლა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე აჩვენებს 4 ფოტოს სადაც აღბეჭდილნი არიან როგორც ფენოტიპურად მსგავსი ტყუპები, ასევე განსხვავებული ტყუპებიც და სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ იდენტური ტყუპების ფოტოები. (მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდს).
მასწავლებელი აჩვენებს ფოტოს რომელზეც აღბეჭდილია ნორმალური წონის და ძალიან მძიმე წონის ქალბატონები და სვამს შეკითხვას: როგორ ფიქრობთ ამ წყვილზე, შესაძლოა თუ არა ისინი იყვნენ იდენტური ტყუპები? რის საფუძველზე ფიქრობთ ასე?

გონებრივი იერიში
მთლიანი საკლასო
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
4.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეიტყონ არამემკვიდრული ცვალებადობის არსებობის შესახებ და მისი გავლენა ორგანიზმის ფენოტიპზე
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ატარებს მინილექციას არამემკვიდრული ცვალებადობის შესახებ
მინილექცია
მთლიანი საკლასო
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, (ასოციაციური სქემა), კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
5.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა დაადგინონ მოდიფიკაციური ცვალებადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (მასიურობა, შექცევადობა);
განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარები.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ორ სლაიდს:
სლაიდი№1-ზე გამოსახულია ნახევრად გარუჯული ადამიანები.
სლაიდი№2-ზეგამოსახულია
ზღვაზე მყოფი გარუჯული ადამიანების ფოტოები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კარგად დააკვირდნენ სლაიდებს  უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
v  რატომ შემოგთავაზეთ პირველი სლაიდი, რისი თქმა მსურს ამით?

v  რისი თქმა მსურს მეორე სლაიდით?

v  იმსჯელეთ და ივარაუდეთ, რომელი ორი თავისებურება ახასიათებს მოდიფიკაციურ ცვალებადობას სხვა ტიპის ცვალებადობებისაგან განსხვავებით?

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
(კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად)
სამუშაო ფურცლები, კალმები.
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
6.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და შეაჯერონ მოდიფიკაციური ცვალებადობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, გამოთქვამენ ვარაუდებს. იმართება დისკუსია. შედეგად მოსწავლეები  მიდიან ლიგიკურ დასკვნამდე, რომ მოდიფიკაციურ ცვალებადობას ახასიათებს მასიურობა და შექცევადობა

პრეზენტაცია-დისკუსია
ჯგუფები

მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
7.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთისაგან გაარჩიონ მოდიფიკაციური ცვალებადობის მაგალითები სხვა ტიპის ცვალებადობებისაგან.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ფოტოებს, სადაც აღბეჭდილია  სხვადასხვა ტიპის ცვალებადობის მაგალითები და სთხოვს ჯგუფებს მსჯელობის შედეგად მოახდინონ მათი კლასიფიკაცია. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფები წარადგენენ სწორ პასუხებს და ასაბუთებენ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენებს სწორ პასუხებს და მოსწავლეები ადარებენ გამოთქმულ მოსაზრებებს

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
სამუშაო ფურცლები, კალმები.
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
C ფაზა
8.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა შეფასება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს, აღნიშნავენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით აკეთებს მოსწავლეთა შეფასებას
რეფლექსია
მოსწავლეები, მასწავლებელი
შეფასების კრიტერიუმები. ფურცელი, კალამი,

5წთ.
9.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ამ ფონზე საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენებს ძლიერ გარუჯული ადამიანების ფოტოებს და აცნობს მათ, რომ ადამიანების განსაკუთრებულ მიდრეკილებას გარუჯვისადმი  ტანორექსია ეწოდება და სვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ ტანორექსია მხოლოდ გატაცებაა თუ ავადმყოფობაა? სთხოვს მოსწავლეებს  მოიძიონ ინფორმაცია ტანორექსიასა და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ.  შემდეგი გაკვეთილისტვის მოამზადონ რეფერატი.
ტანორექსია -გატაცება თუ ავადმყოფობა?
(საშინაო დავალების მიცემა)
მთლიანი საკლასო
მასწავლებლის მიერ P.P-ში აწყობილი ელექტრონული ელექტრონული რესურსი-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი.  
3წთ.

შეფასების კრიტერიუმები

ქულა
8-10
5-7
1-4
დაკვირვების უნარი
მოსწავლეები სწორად ამოიცნობენ პირველ და მეორე სლაიდზე ასახული ფოტოების არსს.
მოსწავლეები ნაწილობრივ ამოიცნობენ პირველ და მეორე სლაიდზე ასახული ფოტოების არსს.
მოსწავლეები ვერ ამოიცნობენ პირველ და მეორე სლაიდზე ასახული ფოტოების არსს.
ფაქტების არგუმენტირება
მოსწავლეები სრულად ადგენენ  მოდიფიკაციური ცვალებადობისათვის დამახასიათებელ ორივე ნიშანს  და არგუმენტირებულად ასაბუთებენ.
მოსწავლეები ნაწილობრივ ადგენენ მოდიფიკაციური ცვალებადობის ნიშნებს
მოსწავლეები ვერ ადგენენ მოდიფიკაციური ცვალებადობის ნიშნებს
ახალი მასალის გააზრება
მოსწავლეებს სწორად ესმით მოდიფიკაციური ცვალებადობის არსი, განარჩევენ მას     სხვა ტიპის ცვალებადობისაგან და მოჰყავთ  მაგალითები.
მოსწავლეებს სწორად ესმით მოდიფიკაციური ცვალებადობის არსი, განარჩევენ მას     სხვა ტიპის ცვალებადობისაგან, მაგრამ არასწორად მოჰყავთ მაგალითები.
მოსწავლეებს არ ესმით მოდიფიკაციური ცვალებადობის არსი, ვერ განარჩევენ მას     სხვა ტიპის ცვალებადობისაგან,  არასწორად მოჰყავთ მაგალითები.
კოოპერაცია
თანამშრომლობს
თანაკლასელებთან,
აცლის სხვებს აზრის
გამოთქმას და იცავს
დისკუსიის წესებს
ძირითადად
თანამშრომლობს
თანაკლასელებთან
, ზოგჯერ ერთვება
სხვის საუბარში,
ძირითადად იცავს
დისკუსიის წესებს
იშვიათად
თანამშრომლობს
და იცავს
დისკუსიის
წესებს
მოსაზრების
არგუმენტირება
მოსაზრება
ორიგინალურია და
გამყარებულია
ფაქტებით, ცნებებით.
არის ლოგიკური
კავშირი საკითხთან
მოსაზრების
გასამყარებლად
გამოყენებულია
სადავო ფაქტები
და ცნებები
მოსაზრება
მოკლებულია
ლოგიკურ
კავშირს
საკითხთან და არ
არის
გამყარებული
ფაქტებით


P.S. პრეზენტაცია ჩაშენებულია გაკვეთილის გეგმაში, პირველი აქტივობის რესურსებში

 პრეზენტაცია გაკვეთილის გეგმისთვის ,,არამემკვიდრული ცვალებადობა"


 

ინტეგრირებული გაკვეთილი 10-ე კლასში

No comments:

Post a Comment